24, 25 ოქტომბერს იხურება „რკინის თეატრის“ საშემოდგომო სეზონი.
24 ოქტომბერს 20:00სთ-ზე წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი „ფერმა“ (ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმის“ მოტივებზე), ხოლო 25-ში „სულ სხვა ოპერა“ (ბერტოლტ ბრეხტის „სამგროშიანი ოპერის“ მოტივებზე). ორივე სპექტაკლი საქველომოქმედოა, გარდა ამისა სპექტაკლებს დაესწრებიან ფერეიდნელი ქართველებიც.